თენგიზ არჩვაძე 86 წლის გახდა 
თენგიზ არჩვაძე 86 წლის გახდა 

ცნობილ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატს თენგიზ არჩვაძეს, დღეს 86 წელი შეუსრულდა.

თენგიზ არჩვაძის მოღვაწეობა გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო.

პირველი კინოროლი კი 1961 წელს ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ შეასრულა.მას შემდეგ იყო სურათები „ხევისბერი გოჩა,“ „მე ვხედავ მზეს,“ შეხვედრა მთაში,“ „დიდოსტატის მარჯვენა,“ „დათა თუთაშხია.“

თენგიზ არჩვაძე 46 კინოფილმშია გადაღებული, შექმნილი აქვს არაერთი დასამახსოვრებელი სასცენო პერსონაჟი.