„ქართული ოცნება“ - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო, მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში
„ქართული ოცნება“ - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო, მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში

„ქართული ოცნება“ მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.

მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში.

ვუსამძიმრებთ თენგიზ არჩვაძის ოჯახს, მის ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ სამძიმრის წერილში.