პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თენგიზ არჩვაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თენგიზ არჩვაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თენგიზ არჩვაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თენგიზ არჩვაძე იყო დიდი მსახიობი, რომელიც ქმნიდა ქართველობის მაგალითს.

„დღეს ჩვენ ბოლო გზაზე ვაცილებთ გამოჩენილ ქართველ მსახიობს და გამორჩეულ ადამიანს, თენგიზ არჩვაძეს. ეს იყოს ადამიანი, იმ თაობის წარმომადგენელი, რომლის მაგალითზეც იზრდებოდა ჩვენი თაობა. ადამიანი, რომელიც ქმნიდა წარმოდგენას, თუ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს კაცობა, რას ნიშნავს ვაჟკაცობა და მინდა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ბატონი თენგიზის ხსოვნას,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსახიობი თენგიზ არჩვაძე 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.