ტენერიფეზე კორონავირუსის გამო ერთ-ერთ სასტუმროში 1000 ადამიანია იზოლირებული
ტენერიფეზე კორონავირუსის გამო ერთ-ერთ სასტუმროში 1000 ადამიანია იზოლირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასტუმროში მყოფ ერთ-ერთ ტურისტს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. საუბარია 60 წლის იტალიელ ექიმზე. ის სასტუმროში მეუღლესთან ერთად ისვენებდა. ახლა ექიმი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ესპანური მედია წერს, ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ესპანეთში კორონავირუსი დაფიქსირდა.