გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე „ჰაპოელთან“ 12 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე „ჰაპოელთან“ 12 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად იერუსალიმის „ჰაპოელს“ შეხვდა და 61:85 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი „ტენერიფეს“ ძირითად ხუთეულში იყო, მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ამ მომენტისთვის „ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 6 მარტს „ჰაპოელთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.