„ტენერიფემ“ „მურსია“ დაამარცხა - გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
„ტენერიფემ“ „მურსია“ დაამარცხა - გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საქართველოს ნაკრების წევრების, რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის ყოფილ გუნდს, „მურსიას“ შეხვდა და 75:73 გაიმარჯვა.

შეხვედრის პირველი ტაიმი „ტენერიფემ“ 7-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმი უფრო აქტიურად „მურსიამ“ დაიწყო და ბოლო მეოთხედის წინ ერთი ქულით წინ გავიდა, თუმცა უკანასკნელ მეოთხედში მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა „ტენერიფეს“ რიგებში მოედანზე 26:46 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. გიორგიმ თამაშიდან 10-ჯერ ისროლა, საიდანაც 5 სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 4 დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

ამ მომენტისთვის „ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში 11 გამარჯვებითა და 9 მარცხით მე-6 ადგილზეა.