ტენერიფეში, ღამის კლუბში საცეკვაო მოედნის ჩანგრევის შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ტენერიფეში მდებარე ღამის კლუბში საცეკვაო მოედანი ჩაინგრა, რის გამოც 40-ზე მეტმა ადამიანმა დაზიანებები მიიღო.
ინციდენტი გამთენიისას, 02:30 საათზე მოხდა. იატაკის ჩამოშლის შედეგად, კლუბში მყოფი ადამიანები სარდაფში ჩაცვივდნენ. ამის გამო, დაშავებულთა უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნება.
ღამის კლუბი სავაჭრო ცენტრის შენობაშია განთავსებული, რომელიც ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ის უცხოელ დამსვენებლებს შორის პოპულარობის სარგებლობს.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან ესპანეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და რუმინეთის მოქალაქეები.