მომღერალი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.
როგორც საქართველოს პირველ არხს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს, თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზე იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
მათივე ცნობით, წიკლაური გორის ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს და მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.