თემურ შუბითიძის მამა აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამორიცხულია, მის შვილს მანქანით განზრახ დაეჯახნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
თემურ შუბითიძის მამა აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამორიცხულია, მის შვილს მანქანით განზრახ დაეჯახნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ქართული ოცნების“ შტაბის წევრის, თემურ შუბითიძის მამა, პაატა შუბითიძე აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამორიცხულია, მის შვილს მანქანით განზრახ დაეჯახნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ​.

პაატა შუბითიძე ამბობს, რომ თავდამსხმელი სამი-ოთხი ადამიანი იყო, რომელთაც თემურ შუბითიძე არ იცნობს.

„სახეზე შეიძლება იცნოს, მაგრამ ისე ნაცნობები არ იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გამორიცხულია, რომ მომხდარიყო, სამსახურში მიდიოდა. ფონიჭალიდან გავიდა მარნეულის მიმართულებით და ორ კილომეტრში დაეჯახა მანქანა, ავტომატურად გააჩერა და გადმოვიდა მანქანიდან. ჰკითხა, რა ხდებაო და პასუხის ნაცვლად, ფიზიკურად გაუსწორდნენ, წიხლებს ურტყამდნენ სახეში. მანქანით განზრახ დაეჯახნენ“, – აცხადებს პაატა შუბითიძე.

პაატა შუბითიძის თქმით, მის შვილს მრავალი დაზიანება აქვს და ყბა-სახის ქირურგი ოპერაციას უტარებს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტ თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, თავს დაესხნენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავს დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში.