„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტ თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, თავს დაესხნენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში თავს დაესხნენ.

თემურ შუბითიძეს სასტიკად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ დააჯახეს, რის შემდეგაც, სამმა პირმა მას სასტიკად სცემა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავს დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში.

დატოვე კომენტარი