თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, კვამლი დაახლოებით 20 წუთის წინ შენიშნეს და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
მათივე ცნობით, ბინაში, სადაც ხანძარია, არავინ იმყოფებოდა და დაშავებული არ არიან.
„კვამლი შევნიშნეთ და მაშინვე დავრეკეთ სამაშველო სამსახურში. დროულად მოვიდნენ. ახლა სპეციალური კიბით არიან შესული და აქრობენ ცეცხლს. როგორც ვიცი, სახლში არავინ იმყოფებოდა“, – განაცხადა ადგილობრივმა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.