თემქის დასახლებაში, შატილის ქუჩაზე მოკლული გოგონას მშობლები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. გარდა ამისა, მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის მეგობრების დაკითხვაც მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიებისთვის უკვე ცნობილია იმ ავტომობილის ნომერი და მოდელი, რომლითაც სავარაუდოდ, მკვლელმა გოგონას მოაკითხა და წაიყვანა.
მეზობლების თქმით, გოგონა მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობდა და მათივე თქმით, სახლიდან დღეს დილის 09:00 საათზე გავიდა. მათ მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო.