62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

13:29, 10.09.2019

თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ისე ამარიანის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის თქმით, საქმეში აღნიშნული ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოკლულის მაზლია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი