20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი სატელეფონო კომპანიის იურისტი იკითხება
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი სატელეფონო კომპანიის იურისტი იკითხება

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე სატელეფონო კომპანია „მაგთიკომის“ იურისტი იკითხება. საქმის არსებითი განხილვა თითქმის დასასრულს უახლოვდება.

დღევანდელ სხდომაზე წარდგენილმა მოწმემ სატელეფონო ზარებზე ისაუბრა, რომელიც ანძის მეშვეობით არის ამოღებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის სატელეფონო ზარი ანა ნაცვლიშვილის ტელეფონზე მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის დაფიქსირებული.

20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს თბილისში, თემქაზე მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 22 თებერვალს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. გრიგალაშვილი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. მისი მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლული ნაცვლიშვილის სისხლის კვალია აღმოჩენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი საკუთარი მამის ავტომობილში სწორედ გრიგალაშვილმა დამალა.

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე იურისტის გარდა, ასევე ორი გამომძიებელი დაიკითხება.