Telegram-ში ამბობენ, რომ პაველ დუროვს, რომელიც გუშინ საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს, დასამალი არაფერი აქვს.
რუსეთში დაბადებული 39 წლის მილიარდერი, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი მაშინ დააკავეს, როცა მისი კერძო თვითმფრინავი პარიზთან ახლოს, ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.
დუროვი რუსეთში და დუბაიში ცხოვრობს, მას არაბთა გაერთიანებული საამიროების და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების მთავარი სამიზნე „ტელეგრამზე“ მოდერატორების ნაკლებობაა, რაც, სამართალდამცველთა აზრით, კრიმინალურ მოქმედებებს უხსნის გზას.
ასევე, გავრცელებული ინფორაციით, შესაძლო ბრალდებებს შორისააა ტერორიზმი, ნარკოტიკები, თაღლითობა, ფულის გათეთრება და დანაშაულის დაფარვა.