თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ერეკლე მეორის გამზირზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ფეხით მოსაირულეს დაეჯახა.
დაშავებული ქალი, სხვადასხვა სახის მოტეხილობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გუსილხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.