ქალაქ თელავში მსუბუქი ავტომანქანისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ორი ახალგაზრდა ქალი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მას გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.
ამასთნ, დაშავებულებს კიდურების მოტეხილობები და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.