თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში „გოლფის“ მარკის ავტომანქანა ბოგირს შეეჯახა. ავტომობილში მსხდომი ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა. ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე მამაკაცი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. მიმდინარეობს გამოძიება.