თელავის მუსიკალური სასწავლებლის წინ ფოლკლორულ ანსამბლ „წინანდალის“ ვარსკვლავი გაიხსნა. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში ანსამბლის დაარსებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.
ანსამბლ „წინანდალს“ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა და შესაბამისი დიპლომი მათ „არგენტინის ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტმა ბარბარა ტომასონ ვიუმ გადასცა.
საიუბილეო თარიღი „წინანდალს“ პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში ირაკლი ქადაგიშვილმა, ასევე ანსამბლებმა „რუსთავმა“ და „ქართულმა ხმებმა“ მიულოცეს.