ქალაქ თელავში, თბილისის გზატკეცილის შვიდ ნომერში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
40-წლამდე ასაკის მამაკაცი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.