თელავში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

16:31, 15.12.2017

ქალაქ თელავში, თბილისის გზატკეცილის შვიდ ნომერში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

40-წლამდე ასაკის მამაკაცი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი