თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მსახიობ ვენერა ფეიქრიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის საზეიმო გახსნამდე მსახიობმა ცნობილი სპექტაკლებიდან ეპიზოდური როლები შეასრულა. ღონისძიების მიმდინარეობისას ვენერა ფეიქრიშვილს, რომელიც უკვე 50 წელია თელავის თეატრის სცენაზე მოღვაწეობს, ამაგდარის სტატუსი მიენიჭა.
თელავის სახელმწიფო თეატრის მენეჯერის, პაატა გულიაშვილის თქმით, ვარსკვლავის გახსნისთვის საჭირო ხარჯები სრულად გაიღეს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა.
აღსანიშნავია, რომ თელავის თეატრის არსებობის ისტორიაში ეს მსახიობისთვის ვარსკვლავის გახსნის პირველი პრეცედენტია.