თელავის ვაჟა-ფშაველასა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თელავის ვაჟა-ფშაველასა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელწიფო თეატრსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული დოკუმენტი ორივე დასის გაცვლით სპექტაკლებს გულისხმობს.

დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა ქუთაისსა და თელავს შორისაც, რომელსაც ქალაქის მერებმა მოაწერეს ხელი.

დღეიდან თელავში ქუთაისის თეატრის გასტროლები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სამი სპექტაკლი. შემოდგომაზე კი საპასუხო გასტროლით ქუთაისს თელავის თეატრალური დასი ეწვევა.