„თელავგაზი“ „სოკარ ჯორჯია გაზმა“ იყიდა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა.
„სოკარი“ თელავის გაზგამანაწილებელი კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელია, კომპანიის ახალი დირექტორი კი გიორგი გაგუაა.
თელავში ბუნებრივი აირის განაწილების ლიცენზიას 2009 წლიდან „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ფლობდა.