„თელავგაზი“ „სოკარ ჯორჯია გაზმა“ იყიდა

16:07, 15.01.2019

„თელავგაზი“ „სოკარ ჯორჯია გაზმა“ იყიდა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა.

„სოკარი“ თელავის გაზგამანაწილებელი კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელია, კომპანიის ახალი დირექტორი კი გიორგი გაგუაა.

თელავში ბუნებრივი აირის განაწილების ლიცენზიას 2009 წლიდან „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ფლობდა.

მსგავსი