„თელასი“ - ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
„თელასის“ ინფორმაციით, 27 ივლისს, 11:50 საათზე დაზიანდა 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები „მახათა-1“ და „მახათა-2“, რის გამოც ვარკეთილის აბონენტებს ელექტროენერგია შეუწყდათ.
„მახათა-1“-ის გაწყვეტილი სადენები დაეცა „მახათა-2“-ის გადამცემ ხაზს. ამის გამო ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეუწყდა. სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ახორციელებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თელასის“ ცნობით, ვარკეთილში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით ორ საათში აღდგება.