„თელასი“ - ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
„თელასი“ - ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

„თელასის“ ინფორმაციით, 27 ივლისს, 11:50 საათზე დაზიანდა 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები „მახათა-1“ და „მახათა-2“, რის გამოც ვარკეთილის აბონენტებს ელექტროენერგია შეუწყდათ.

„მახათა-1“-ის გაწყვეტილი სადენები დაეცა „მახათა-2“-ის გადამცემ ხაზს. ამის გამო ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეუწყდა. სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ახორციელებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თელასის“ ცნობით, ვარკეთილში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით  ორ საათში აღდგება.

დატოვე კომენტარი