თელ ავივში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
თელ ავივში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

თელ ავივში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ასევე მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

დღეს ზუსტად სამი თვე გახდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის დასახლებებს თავს დაესხნენ და 240-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ამ დროისთვის ტყვეობაში 120-ზე მეტი ადამიანი რჩება.