თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისი თითქმის 7-საათიანი დაგვიანებით სრულდება
თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისი თითქმის 7-საათიანი დაგვიანებით სრულდება

თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისი თითქმის 7-საათიანი დაგვიანებით სრულდება. ისრაელის ავიაკომპანია El Al-ის თვითმფრინავი ბენ გურიონის აეროპორტიდან უკვე გამოფრინდა და ბათუმში დაახლოებით 23:45 საათზე იქნება.

თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი დღისით, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა.

თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.