თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფინავი ტექნიკური პრობლემის გამო კვლავ ბენ გურიონის აეროპორტში დაჯდა
თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფინავი ტექნიკური პრობლემის გამო კვლავ ბენ გურიონის აეროპორტში დაჯდა

ისრაელის ავიაკომპანია El Al-ის თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის რეისს ასრულებდა, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტში დაჯდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

პირველი არხი კომპანია „დისქავერის“ დაუკავშირდა, რომელიც ისრაელის ავიაკომპანიის წარმომადგენელია საქართველოში.

კომპანიის ინფორმაციით, რეისი ბათუმის აეროპორტში 17:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. არსებული ინფორმაციით, რეისს იგივე ბორტი შეასრულებს და თვითმფრინავი ბათუმში 20:30 საათზე იქნება.