გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ტეხასის სინაგოგადან მძევლები შტურმის შედეგად გაათავისუფლეს
ტეხასში, ათსაათიანი ოპერაციის შემდეგ, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა სინაგოგადან მძევლები შტურმის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს. შეიარაღებული თავდამსხმელი გარდაცვლილია.
შემთხვევა ტეხასის ქალაქ კოლივილში მოხდა, შეიარაღებული მამაკაცი სინაგოგაში რელიგიური მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი ოთხი პირი, მათ შორის რაბინი მძევლებად აიყვანა. ექვსი საათის შემდგომ, თავდამსხმელმა ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა.
თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის ფედერალური ციხიდან ტერორიზმისთვის 86 წლით მსჯავრდებული პაკისტანელი ნეირობიოლოგი ქალის ააფია სიდიკის გათავისუფლებას ითხოვდა.