ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უერტში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უერტში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა. თავდამსხმელმა ცეცხლი „ნისანის“ მარკის ავტომობილიდან გახსნა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი და ორი ახალგაზრდა დაშავდა.
თავდასხმის მოტივი უცნობია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.