რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ქვეყნის ცხრა რეგიონის თავზე, მათ შორის, მოსკოვის ოლქში.
სამინისტროს ცნობით, დრონების უმეტესობა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს. 20 – მოსკოვის, 14 – კურსკის, 13 – ტულის, რვა – ბელგოროდის, შვიდი – კალუგის, ხუთი – ვორონეჟის, ოთხი – ლიპეცკის და ერთი ორლოვის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს იყო „კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“.