თეირანში, პრეზიდენტის სასახლესთან უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებულ პირს ცეცხლი გაუხსნა
თეირანში, პრეზიდენტის სასახლესთან უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებულ პირს ცეცხლი გაუხსნა

თეირანში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების სამსახურმა მაჩეტეთი შეიარაღებულ პირს ცეცხლი გაუხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა პრეზიდენტის სასახლესთან მიახლოების მიზნით, მეორე საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მიღწევა შეძლო.

უსაფრთხოების ძალებმა მას ჩაბარება მოსთხოვეს, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს.