მედიის ცნობით, აღმოსავლეთ იერუსალიმში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ერთი სამხედროა

14:53, 06.11.2023

აღმოსავლეთ იერუსალიმში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ერთი ისრაელელი სამხედროა. ეჭვმიტანილი, 16 წლის ადგილობრივი მცხოვრები უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

პოლიციის ცნობით, შემთხვევა ძველი ქალაქის შესასვლელთან მოხდა. დაკავებულია ასევე მეორე ეჭვმიტანილი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი