თეირანმა ირანელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთები საფრანგეთში შესასწავლად გაგზავნა
თეირანმა ირანელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთები საფრანგეთში შესასწავლად გაგზავნა

თეირანმა ირანელი სამხედროების მიერ იანვარში ჩამოგდებული უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთები საფრანგეთში შესასწავლად გაგზავნა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოჰსენ ბაჰარვანდმა აღნიშნა, საფრანგეთი ბორტჩამწერების გაშიფრვას ორშაბათიდან დაიწყებს. მან საფრანგეთის მთავრობის ირანულ დელეგაციასთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ-737“ 2020 წლის 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან გაფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი ემსხვერპლა. მოგვიანებით, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ირანელმა სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს.