თეირანის სამმხრივი სამიტის მონაწილეები აცხადებენ, რომ სირიის კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდეს
სირიის კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ ირანის დედაქალაქში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიის კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესით უნდა დასრულდეს. ერთობლივი განცხადება მოუწოდებს გაეროს და მის ჰუმანიტარულ სააგენტოებს, რომ სირიას დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
ასტანის პროცესის ფარგლებში, თეირანში სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად რიგით მესამე სამიტი ჩატარდა. გასული წლის შემდეგ, სამიტები ჩატარდა სოჭსა და სტამბოლში. სირიის კონფლიქტის დარეგულირების გარანტორი ქვეყნები რუსეთი, ირანი და თურქეთი არიან. რუსეთი და ირანი სირიის პრეზიდენტის მოკავშირეები არიან, თურქეთი კი, ამბოხებულებს უჭერს მხარს.