ტედროს გებრეისუსი - მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ხოლო ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ
მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, როდესაც ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერლაურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, პანდემია მსოფლიოს საფრთხეს კვლავ უქმნის და სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების სამართლიან დისტრიბუციას უკავშირდება.
„ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მორალური საკითხი, ამაზე დამოკიდებულია პანდემიის დასრულება“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ამასთან, გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი ქვეყნები უგულებლყოფენ ვაქცინების თანაბრად განაწილებისთვის შექნილ მექანიზმს და პროგრამა „კოვაქსის“ გვერდის ავლით ყიდულობენ ვაქცინებს, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ახალგაზრდა მოქალქეების აცრა, ზოგან კი ჯერ სამედიცინო პერსონალიც არ აუცრიათ.
„კოვაქსის“ ფარგლებში გაფორმდა კონტრაქტი, რომელთა მიხედვითაც ჩვენ მივიღებთ 5 მწარმოებლის ვაქცინების ორ მილიარდ დოზას. 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში საშუალება გვექნება, კიდევ ერთ მილიარდ დოზაზე მეტი მივიღოთ. „კოვაქსის“ ფარგლებში პირველი ვაქცინების დარიგებას თებერვალში ველოდებით. მაგრამ მიუხედვად ამისა, თანამბარი განაწილების დაპირებას საფრთხე ემუქრება. ზოგიერთი ქვეყნები და კომპანიები ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებენ და „კოვაქსს“ გვერდ უვლიან, რაც ვაქინებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს ქვეყნები ცდილობენ, ვაქცინების რიგში წინ წაიწიონ. ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია 50 ქვეყანაში მთელი მსოლფიოს მასშტაბით. ყველა მათგანი მდიდარი ქვეყენაა. ვაქცინების დოზების 75 პროცენტი მხოლოდ 10-მა ქვეყანამ მიიღო. გასაგებია, რომ მთავრობები ცდილობენ, საკუთარი სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები აცრან, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდებს უკეთებენ ვაქცინებს, მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანებიც კი არ აუცრიათ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
მისი თქმით, „ვაქცინების ნაციონალიზმი“ მსოფლიოში ტრილიონობით დოლარით დააზარალებს. გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ აუნდა დაიშუროს ძალისხმევა, რათა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანაბრად გადანაწილდეს ყველა ქვეყანაში.
„ბევრმა ქვეყანამ იმაზე მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე მათ სჭირდებათ. კრიტიკულია, რომ „კოვაქსმა“ დამატებითი დოზები მიიღოს. ჩვენ გვჭირდება მთავრობებისა და კომპანიების ერთობლივი მოქმედება. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, სოლიდარულად იმოქმედონ. მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მან ასევე დაანონსა ახალი სწრაფი ტესტები, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის გამოვლენა 30 წუთში შეეძლებათ. მისი თქმით, ეს ტესტები სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.