ტედროს ადანომ გებრეისუსი - უკრაინის მიმართ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს
ტედროს ადანომ გებრეისუსი - უკრაინის მიმართ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს

უკრაინის მიმართ მთელი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, გაურკვეველია, მართლა აქცევს თუ არა მსოფლიო თანაბარ ყურადღებას შავკანიანებისა და თეთრკანიანების ცხოვრებას. გებრეისუსმა ​ასევე გააკრიტიკა პრესა ეთიოპიაში მიმდინარე სისასტიკეების არასათანადოდ გაშუქების გამო და აღნიშნა, რომ რეგიონში ხალხი ცოცხლად დაწვეს.

„ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები და როცა ამას ვამბობ, ეს მტკივა, რადგან მე ამას ვხედავ“, – თქვა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.