ტედროს ადანომ გებრეისუსი - მხოლოდ პირბადე ვერ დაგიცავთ, მას შეუძლია, გააჩინოს უსაფრთხოების მცდარი შეგრძნება და შესაძლოა, ბევრმა აღარ დაიბანოს ხელი და დაიცვას ფიზიკური დისტანცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს ურჩევს, საჯარო სივრცეში პირბადე ატარონ. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. მისი თქმით, მტკიცებულება მიუთითებს, რომ, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, პირბადის ტარება საჭიროა.
„საჯარო სივრცეებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები და საზოგადოების შეკრების სხვა ადგილები, პირბადის ტარება რეკომენდებულია.
თუმცა, მხოლოდ პირბადე ვერ დაგიცავთ. პირბადეს შეუძლია, გააჩინოს უსაფრთხოების მცდარი შეგრძნება და შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა აღარ დაიბანოს ხელი და არ დაიცვას ფიზიკური დისტანცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.