ტედროს ადანომ გებრეისუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად კენჭისყრას მეორედ გეგმავს
ტედროს ადანომ გებრეისუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად კენჭისყრას მეორედ გეგმავს

ტედროს ადანომ გებრეისუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად კენჭისყრას მეორედ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტატნიუსი“ ავრცელებს.

წარმოშობით ეთიოპიელი გებრეისუსი პირველი აფრიკელია, რომელმაც 2017 წელს დაიკავა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობა. მან პრიორიტეტად უნივესალური და ყველასთავის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ეთიოპიელმა სამხედროებმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსი ქვეყნის შიდა კონფლიქტში ერთ-ერთი მხარის. კერძოდ ტიგრაის რეგიონის, მხარდაჭერაში დასდეს ბრალი, რასაც თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი უარყოფს.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ტრამპის ადმინისტრაციამ გებრეისუსი ჩინეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში დასდო ბრალი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა.