ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის „დელტა“ ვარიანტი მსოფლიოს 98 ქვეყანასა და რეგიონშია დადასტურებული
„კოვიდ-19“-ის „დელტა“ ვარიანტი, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, მსოფლიოს 98 ქვეყანასა და რეგიონშია დადასტურებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, „დელტა“ ვარიანტი სახიფათოა და მუტაციას აგრძელებს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების უწყვეტ შეფასებასა და კორექტირებას მოითხოვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „დელტა“ ვარიანტი ბევრ ქვეყანაში დომინანტი ხდება და მსოფლიო „კოვიდ-19“-ის პანდემიის ძალიან სახიფათო ეტაპზე იმყოფება.