ტედროს ადანომ გებრეისუსი - „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა
„კოვიდ-19“-ის ვაქცინის სხვა მწარმოებლებმაც უნდა მიბაძონ „ასტრაზენეკას“ მაგალითს და ლიცენზია გასცენ, რომ მათი ტექნოლოგია სხვა მწარმოებლებმაც გამოიყენონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ვაქცინების მიმართ არსებულ უთანასწორობას „გროტესკული“ უწოდა.
გებრეისუსის თქმით, თავდაპირველად „ასტრაზენეკაში“ აცხადებდნენ, რომ ვაქცინა 79 %-ით იყო ეფექტური.
„ეს მონაცემები აჩვენებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.