თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა. უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული შეზღუდვების დაწესების, კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.