კულტურის სამინისტრომ კონკურსის „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:

1. უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

2. ჯ. პუჩინის „ტოსკა“, დაფინანსდა ოპერის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

3. „ღამეთა გრძელი ზღაპარი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

4. „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

5. „ჟირაფი ჟოზე“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

6. სპექტაკლის „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ სადადგმო ხარჯებით ხელშეწყობა, განმახორციელებელი – სსიპ თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

7. სპექტაკლი რეზო გაბრიაძის პიესის მიხედვით „რა სევდაა ხეივნის ბოლოს“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

8. „პიესა „ძუნწი“ – ჟან-ბატისტ მოლიერი სპექტაკლი „ჰარპაგონი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი – სსიპ ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

9. ოზურგეთის თეატრის საგასტროლო ტურნე თბილისში, რუსთავსა და გორში, განმახორციელებელი – სსიპ ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

10. თბილისის სომხური თეატრის გასტროლი საქართველოს რეგიონებში, განმახორციელებელი – სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი;

11. „მარო მაყაშვილის ნაკვალევზე“, დაფინანსდა საგასტროლო ტურნე საქართველოს რეგიონებში სპექტაკლით „მარო მაყაშვილის დღიური“; განმახორციელებელი – სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

კულტურის სამინისტროს ცნობით, კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 250 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 20-მა განმცხადებელმა მიმართა.