თეა ზაქარაძე - ვფიქრობთ, 2023 წელს ბათუმის აეროპორტი შეძლებს 2019 წლის მგზავრთნაკადის დაბრუნებას, თბილისის აეროპორტთან მიმართებაშიც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი
თეა ზაქარაძე - ვფიქრობთ, 2023 წელს ბათუმის აეროპორტი შეძლებს 2019 წლის მგზავრთნაკადის დაბრუნებას, თბილისის აეროპორტთან მიმართებაშიც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 3 მილიონამდე მგზავრით დაასრულებს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წელს 620 ათას მგზავრს მოვემსახურეთ, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა.

ზაქარაძის თქმით, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბათუმის აეროპორტი 2023 წელს შეძლებს 2019 წლის მგზავრთნაკადის დაბრუნებას და თბილისის აეროპორტთან მიმართებაშიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

„წელს, სამწუხაროდ, ვერც თბილისის, ვერც ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის პანდემიამდელი მაჩვენებელი ვერ აღდგა. ვფიქრობთ, 2023 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს, დაიბრუნოს 2019 წლის მგზავრთნაკადი. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, მიგვაჩნია, რომ 2023 წლისთვის გაგვიჭირდება, 2019 წლის მგზავრთნაკადი დავიბრუნოთ. თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ახალი ავიაკომპანია შემოვა, ვინ იქნებიან მოთამაშეები ჩვენს სფეროში. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. გვსურს, რაც შეიძლება მეტ ავიაკომპანიასა და მგზავრს მოვემსახუროთ“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.