„თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელებში მოვაჭრეებს სთხოვს, ორი დღის განმავლობაში საფეხმავლო ტერიტორია გაათავისუფლონ
„თბილსერვის ჯგუფის“ ქვეითი ინსპექტორები მიწისქვეშა გადასასვლელებს ამოწმებენ. ისინი მოვაჭრეებს ორი დღის განმავლობაში საფეხმავლო ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვენ.
მოვაჭრეთა თქმით, ამ ტიპის მოთხოვნით მათთვის ბოლო პერიოდში არავის მიუმართავს.
გაფრთხილებას მოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, დახლების მაღაზიაში შეტანის შემთხვევაში ვაჭრობა შეუმცირდებათ.
„თბილსერვის ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ტიპის სამუშაოებს ისინი მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად მუდმივად ატარებენ.
„თბილსერვის ჯგუფის“ ქვეითი ინსპექტორები მიწისქვეშა გადასასვლელებში მოვაჭრეებს ორი დღის განმავლობაში საფეხმავლო სივრცის გათავისუფლებას სთხოვენ