თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. ამ ეტაპზე საახალწლო განათებები რობაქიძის გამზირზე მოეწყო, სადაც სამონტაჟო სამუშაოები კომპანიის 160-მდე თანამშრომელმა სპეცტექნიკის საშუალებით შეასრულა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. მიმდინარე წელს იგეგმება ახალი ილუმინაციებისა და აქსესუარების მოწყობაც. სამუშაო პროცესის დროს განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.