„თბილისურ ეზოში“ გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
„თბილისურ ეზოში“ გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. „დანელიადა“ – გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა. „დანელიადა“ დედაქალაქის მერიის და კომპანია „არტერეას“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, სოლისტები – გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ მაჩაიძე და ნატალია ბერიძე.
უკვე მეოთხე წელია, პროექტ „თბილისური ეზოს“ ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და ხელოვნების ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები თბილისის ულამაზეს ეზოებში ტარდება.
პროექტ „თბილისური ეზოების“ ფარგლებში, წელს კონცერტი კიდევ კიდევ სამ ლოკაციაზე გაიმართება.