მამუკა ბახტაძე – გიორგი დანელიას კინოშედევრების სიყვარული ყველა თაობას აერთიანებს

19:27, 04.04.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო. გიორგი დანელიას კინოშედევრების სიყვარული ყველა თაობას აერთიანებს, რაც მხოლოდ დიდ ხელოვანს შეუძლია“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მსგავსი